image

თემა: სასულიერო ხელისუფლება

802. ხალხის მიერ მოძულებულ ერთ ეპისკოპოსს, ვერცხლისმოყვარეობის და სხვა დაცემების გამო მსჯავრი დასდეს. ადგილობრივმა კრებამ ის ამხილა, უარყოფითი სიგელებით დაადასტურა ეს და ერთობლივი განაჩენით, მან საყდარი დატოვა. იმ ქალაქის მცხოვრებლებმა კი, რომელთაც ეპისკოპოსობის ღირსად სამი პიროვნება მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომელი მათგანი აერჩიათ, ამის თაობაზე დიდ ბერს ბარსანუფის შეკითხვა გაუგზავნეს.
თქვენ თვითონ არც ერთი არ აირჩიოთ, არამედ ასეთი არჩევანი ეპისკოპოსს მიანდეთ, იმ ეპარქიის არქიეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს (ლაოდიკიის კრების მე-12 კანონის თაანხმად. შენიშვ.) და ის დაგიდგენთ თქვენ იმას, ვისაც მას ღმერთი აუწყებს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები