image

თემა: რწმენა,  სარწმუნოება

801. რწმენის თაობაზე გამართული პაექრობის დროს, მეფემ ერთ-ერთი ეპისკოპოსი გაგზავნა და იმავე დიდ ბერს წერილობით ჰკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. რადგან ის თვლიდა, რომ მცდარი შეხედულება ამა სოფლის ზოგიერთ ძლიერ პიროვნებაშიც იმალებოდა და ისინი საღად ვერ აზროვნებდნენ რწმენის საკითხებზე.
იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მაცნემ შეგვატყობინა, გვახსენდება ის, რომ ღვთის დახმარებით, ორმოდან თავის დაღწევასთან ერთად, დანიელი მეფის მეგობრობითაც რომ სარგებლობდა (შეადარ. დან. 14, 39-42). ჰქონდა რა ღვთის იმედი, რომელიც თავისი მონების მხსნელია და ყველასთან ახლოა, ვინც მას ჭეშმარიტებით მოუხმობს (ფსალ. 144, 18). დანიელი არ შეუშინდა მუქარას და უბედურებას, რომელიც მას მეფის ბრძანებით მოელოდა, თვით მეფისაც არ შეშინებია, არამედ განმტკიცდა რა ქრისტესადმი რწმენაში, ღმერთმა ის ასეთი რწმენისათვის განადიდა. ამრიგად, რადგან მეფის გული ჭეშმარიტად ღვთის ხელშია, ამიტომ თუ სიმართლით სვლას მოვისურვებთ, ღმერთი გადმოხრის მას ჩვენსკენ. იმარჯვე უფლის მიერ, იმარჯვე!
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები