სხვა მოძღვარი - კეთილი საქმეები
 

თემა: კეთილი საქმეები

როდის უნდა ვემსახუროთ უფალს იდუმალ და როდის - აშკარად.

წმიდა ნიკოლოზი სამღვდელმთავრო ხარისხის მიღებამდე ადამიანურ დიდებას გაურბოდა, კეთილ საქმეებს მალავდა და თუ უდაბნოს მდუმარებაში მხოლოდ უფალთან სასაუბროდ თავი არ დაისამარა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ზეციურ ხმას დაემორჩილა, რომელმაც უბრძანა, ადამიანებთან დარჩენილიყო და მათ ბედნიერებასა და ცხონებაზე ეზრუნა. მაგრამ მრავალრიცხოვან ქალაქში მცხოვრებს ერთი ჩამოსულთაგანის მეტი არავინ იცნობდა; მხოლოდ უფლის სახლში ჩნდებოდა და მხოლოდ ერთადერთი თავშესაფარი ჰქონდა - უფალი. მისი პირადი ცხოვრების ყველა საქმე ადასტურებს, რომ წმიდა ნიკოლოზს სურდა, მის მარცხენას არ ეხილა, რას იქმოდა მისი მარჯვენა. მაგრამ როდესაც იგი მირონ ლუკიის სამღვდელმთავრო ტახტზე ავიდა, საკუთარ თავს უთხრა:
    -ნიკოლოზ, ეს ხარისხი და ადგილი შენგან სხვა ჩვეულებებს მოითხოვს; ამიერიდან საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის უნდა იცხოვრო.
    იმ დროიდან ის ქრისტეს მიერ მისთვის მინდობილი სამწყსოს ღვთისმოშიშებასა და სათნოებაში განსასწავლად მოშურნეობდა და საკუთარ სათნოებებს უკვე აღარ მალავდა. ადრე მხოლოდ უფალი ხედავდა მის ცხოვრებას, ახლა კი გაბრწყინდა "ნათელი მისი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი მისნი კეთილნი" (მათე 5, 16). იგი უფალს აშკარად ემსახურებოდა, რათა სხვებსაც ასევე ემსახურათ; იყო მოყვასის კეთილისმყოფელი, რათა სხვებიც ასევე მოქცეულიყვნენ. ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა უდანაშაულოდ დევნილთა დასახმარებლად, მტერთა შორის, ცეცხლში თუ ზღვის ტალღებში დასაღუპავად განწირულთა გადასარჩენად; აცხადებდა თავის სახელს და ეს დიდებული სახელი აიძულებდა მეფეებს, კეთილისმყოფელად ემეფათ, მწყემსებს - ეკლესია ღვთისთვის სათნოდ ემართათ, ხალხს - ღვთისმოშიშებით ეცხოვრა. წმიდა ნიკოლოზი მთელი სამყაროს წინაშე იდგა, როგორც სარკე კეთილი საქმეებისა და იყო "სახე მორწმუნეთა მათ სიტყვისა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, წისმიდითა" (1 ტიმ. 4, 12)
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები