თემა: სასწაულები, ცხოველები, წმინდანები
გარეული ცხოველების მწყემსი წმიდა მამანტი.
ქრისტიანობის მხურვალედ დაცვისა და რწმენისთვის მრავალი სატანჯველის გადატანის შემდეგ ანგელოზმა ხელით აიყვანა ყმაწვილი მამანტი ( ხსენება 2/IX) უდაბნოს ერთ მაღალ მთაზე და იქ ცხოვრება უბრძანა. ამ მთაზე მამანტი 40 დღე და ღამე მარხულობდა, რის შემდეგაც ზეგარდმო ღვთის ხმა და კვერთხი მოევლინა. ღმრთის ბრმანებით მამანტიმ კვერთხი მიწას დაჰკრა და მისი სიღრმიდან სახარება მიიღო. მან პატარა სამლოცველო ააშენა და იქ ამ სასწაულებრივად მოპოვებულ სახარებას კითხულობდა. ღვთის ბრძანებით მასთან მთელი უდაბნოდან მოედინებოდნენ ცხოველები, როგორც ცხვრები მწყემსთან და მისი გამგონენი ემორჩილებოდნენ და ეფერებოდნენ. საკვებად გარეულ ცხოველთა რძე ჰქონდა, რომელთაც წველიდა, რძისგან თავისთვის და გლახაკებისთვის ყველი ამოჰყავდა, მოგროვებული ყველი ქალაქში ჩაჰქონდა და ღარიბებს ურიგებდა. ხმებმა ყმაწვილის არაჩვეულებრივი ცხოვრების შესახებ ჰეგემონის ყურამდეც მიაღწია. ჰეგემონმა მის შესაპყრობად ჯარისკაცთა რაზმი გამოაგზავნა. გზაში ჯარისკაცები თვით მამანტის გადაეყარნენ. იგი მწყემსი ეგონათ და კითხვაზე, თუ სად მიდიოდნენ, უპასუხეს: - მამანტის ვეძებთ, რომელიც სადღაც ამ უდაბნოში ცხოვრობს. ხომ არ იცი, სად იმყოფება?
- რისთვის ეძებთ? - ეკითხება ყმაწვილი. - ჰეგემონს უთხრეს, რომ ის მოგვია. ჩვენ მის შესაპყრობად და სატანჯველად გამოგვაგზავნა.
- კეთილი, მიგასწავლით სადაც არის, მაგრამ ჯერ ჩემს ქოხში მესტუმრეთ, დაისვენეთ და საკვებით მომაგრდით.
მამანტიმ ჯარისკაცებს ყველი მიართვა და სანამ ისინი ჭამდნენ, ჩვეულებისამებრ, მასთან ქურციკებმა და გარეულმა თხებმა იწყეს მოსვლა. მათგან გამოწველილი რმე ყმაწვილმა მაგიდაზე ჯარისკაცების თვალწინ დადგა და ლოცვა დაიწვო. ქოხთან მხეცები მოგროვდნენ. შეშინებული ჯარისკაცები მასპინძელს შველას თხოვდნენ, მან კი ისინი დაამშვიდა და გაუმხილა, რომ მამანტია, რომელსაც ეძებენ. მეომრებმა სთხოვეს, ცხოველებისთვის თავდასხმა აეკრძალა. მამანტი სრულ უსაფრთხოებას დაჰპირდა, ჰეგემონთან გაისტუმრა ისინი და აღუთქვა, რომ თავადაც გამოცხადდებოდა მმართველთან.
და აი, კვლავ ღვთის აღსარება და ახალი სატანჯველი: კვლავ უფლეთენ სხეულს რკინის ჭანგებით, მაგრამ მოწამის სახეზე კუნთიც არ ირხევა. ზეაპყრობილ თვალებში მტკიცე მზერა იგრძნობოდა. ზეციდან, საიდანაც შველას ელოდა, ხმა მოესმა: "გამაგრდი და გამხნევდი მამანტი!".
მალევე იგი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც კიდევ ორმოცი ადამიანი იმყოფებოდა. როდესაც ყველა დასუსტდა შიმშილისა და წყურვილისგან, წმინდანმა ყმაწვილმა ილოცა. სარკმლიდან მტრედი შემოფრინდა, ნისკარტში საოცარი თაფლზე უტკბესი საკვებით, რომელიც სასწაულებრივად გამრავლდა, როგორც ერთ დროს მცირედი პური ქრისტეს ხელში. შუაღამისას წმინდანის ლოცვით საპყრობილის კარი გაიღო და პატიმრებმა იქაურობა დატოვეს. დარჩა მხოლოდ მამანტი.
დილას იგი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ უვნებელი ნახეს. მაშინ მასზე მხეცები მიუშვეს, მაგრამ მშიერი ძუ დათვი ფეხებთან დაუწვა და თათები შემოახვია. ერთ ნახტომით მასთან გაჩენილმა ჯიქმა ტორები მხრებზე დაადო და სხეულს ულოკავდა.
ტყიდან მოწამეს გამოყოლილი ლომი, მამანტის ბრძანებით ქალაქის შემოგარენში რომ დარჩა, ახლა ცირკში შემოიჭრა, სადაც სასწაულებრივად მიეცა ადამიანური მეტყველების უნარი და მან ყმაწვილს მიმართა:
-შენ ჩემი მწყემსი ხარ, რომელიც მთაზე მწყემსავდი. - შემდეგ მოედანზე მდგარ წარმართებს ეცა და გლეჯა დაუწყო. თვით ჰეგემონი ძლივს გადაურჩა გააფთრებულ ცხოველს. ლომი იქამდე არ დამშვიდდა, სანამ მამანტიმ ისევ უდაბნოში დაბრუნება არ უბრძანა.
წარმართები მრისხანებისაგან კბილებს აღრჭიალებდნენ და ჰეგემონს „მოგვისა“ და „მჩხიბავის“ ჩაქოლვას სთხოვდნენ. ერთ-ერთმა ქურუმმა მოწამეს გამოუთქმელი მძვინვარებით ჩაჰკრა მუცელში სამკაპი. მამანტი გადმოყრილ ნაწლავებს ხელით იჭერდა და ისე გავიდა ქალაქიდან. სისხლის ნაცვლად წყალი მოსდიოდა, რომელსაც გზადაგზა ერთი ქრისტიანი ქალი აგროვებდა.
ყმაწვილისთვის ეს უკანასკნელი სატანჯველი იყო. იგი ქალაქიდან არც ისე შორს, კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულს შეეფარა და იქ მოესმა ხმა, რომელიც ზეციური სავანეებისკენ მოუწოდებდა. მამანტიმ სიხარულით მიაბარა სული უფალს, რომლისთვისაც ასეთი გულმოდგინებით დაითმინა ტანჯვა, ხოლო საზღაურად მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო