
ავტორი:
წმ. დიმიტრი როსტოველი
წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 881]
თემა:
ზიარება
თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება
თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად (ლიტურგიის აღსრულებისას) და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოადგენენ, მაშინ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მას უნდა ჰკითხოს: "შეუძლია ღმერთს, შექმნას რაიმე ადამიანზე უმეტესი და მის გონებაზე აღმატებული?" და როდესაც იგი მიუგებს - დიახ! მაშინ კვლავ ჰკითხოს: "მაშ რად ვერ შესძლებს იგი, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად, როდესაც ღვთის სიტყვით დაემყარა ცა", განა იმავე სიტყვით ვერ გადააქცევს იგი პურსა და ღვინოს თავის სისხლად და ხორცად?".
|