
თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად (ლიტურგიის აღსრულებისას) და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოა... იხილეთ სრულად
თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად (ლიტურგიის აღსრულებისას) და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოა... იხილეთ სრულად
ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ... იხილეთ სრულად
მამაცურად დაითმინე ამ დროებით ცხოვრებაში ღვთისგან გამოგზავნილი ყოველგვარი მწუხარება, რათა მარადიულად იხარებდე მომავალ საუკუნეში. ვინაიდან ვინც არ ითმენს აქ სამწუხაროს, ის ვერ მიიღებს იქ სასიხარულოს.
დროებითი ტკბობა ადამიანს მარადიულ მწუხარებას უმზადებს, თუკი უგუნურად მიელტვის მას
ცოდვა გარკვეული დროით ტკბილია, მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი სიმწარე მოსდევს
როგორც ზღვაში ტალღას ტალღა მოსდევს, ასევე ცხოვრებაშიც, უბედურებას უბედურება მოსდევს, წყენას - წყენა, განსაცდელს - განსაცდელი.
შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება.
შური და სიძულვილი დახშვიან ზეცას, აბრმავებენ გონიერებას, აბნელებენ სულს, ამძიმებენ სინდისს და ამწუხრებენ ღმერთს ადამიანის გამო და განახარებენ ეშმაკთ.
ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით. რამეთუ არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს. რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისაგანაა.
ვერ დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს, თუ არ გახდები მეუფე საკუთარი ავხორცობისა და ზრახვებისა.