
ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან გართობა ან მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ გართობაზე მეტად მათ სწავლაზე უნდა იზრუნონ.
ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან გართობა ან მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ გართობაზე მეტად მათ სწავლაზე უნდა იზრუნონ.
ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ კარგს - რითაც იყო იგი სავსე. ასევეა ბავშვის აღზრდაც! ამიტომ აუცილებელია, მას ბავშვობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე.
ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზ... იხილეთ სრულად
ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგან მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისთვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღი... იხილეთ სრულად
უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას.
დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა, არამედ ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან. ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება.
ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს. ლოცვით ყველაფერი, ყველაფერი შეიძლება გამოსთხოვო ღმერთს, ოღონდ სათხოვარი იყოს კეთილი და, ამავე დროს, შევევედროთ როგორც ჯერ-არს.
ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ საქმეებს შეხედე, რამეთუ პირველისთვის არ განისჯები, საკუთარისთვის კი აუცილებლად აგებ პასუხს.
საკუთარი ბოროტი საქმეებიც საკმარისად გაქვს, სხვის ცოდვებს რომ არ უყურო
ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს.