თემა: სათნოებები


ჭეშმარიტ სათნოებას უდიდესი ძალა აქვს ურწმუნოებზეც.

ღირსი მაკარი, რომელიც ყვითელი წყლების მახლობლად ვიწრო სამყოფელში ცხოვრობდა, ღვთის წინაშე ლოცულობდა და მოყვასისთვის კეთილ საქმეებს აღასრულებდა. იგი არა მხოლოდ ერთმორწმუნე ქრისტიანებს შეეწეოდა, არამედ რაიმე საქმეზე მოსულ თათრებსაც ნუგეშს სცემდა და საჭმელ-სასმელით უზრუნველჰყოფდა. ამის გამო მისი სახელი მთელს იმ მხარეში იყო ცნობილი.
    იმ დროს ყაზანის მეფე, ულუ მაჰმედი მხედრობასთან ერთად ნიჟნი-ნოვგოროდისკენ გაეშურა და გზად ყველაფერს ცეცხლითა და მახვილით მუსრავდა. ბოლოს, გაცოფებული თათრები ღირსი მაკარის უდაბნოს დაესხნენ თავს და იქ მყოფ მოსაგრეთაგან ზოგს თავი მოჰკვეთეს, ზოგი ტყვედ წაიყვანეს, სავანე კი გადაწვეს. ოთხასი კაცი (ქალებისა და ბავშვების გარდა) ბარბაროსებმა შორეულ ქვეყანაში ველური ხალხის მონად წაიყვანეს. მათ შორის იყო წმიდა მაკარიც.
    როდესაც სხვა ტყვეთა შორის იგი ამაყ ულუ-მაჰმადს წარუდგინეს, ბელადმა შეამჩნია მისი მხცით შემოსილი თავი, მეტიც, შეიტყო მისი ღვთისმოშიშებისა და სათნოებების შესახებ, გული მოულბა და თავის მეომრებს მრისხანედ მიმართა:
    -რატომ აწყენინეთ ესოდენ სათნო და წმიდა მამას, რომელიც თქვენს წინააღმდეგ იარაღით არ გამოდიოდა? რატომ დაანგრიეთ მისი სავანე? განა არ იცით, რომ ასეთი მოკრძალებული ადამიანების წყენის გამო განგვირისხდება ღმერთი, რომელიც ერთია ყველა სამეფოსა და ხალხებისათვის?
    უფლის მიერ გულმოლბობილმა თათარმა ბელადმა გაათავისუფლა წმიდა მაკარი და მისი ადგილიდან წამოყვანილი სხვა ტყვეები, დაუბრუნა მათ ქონება და რუსეთში გაუშვა, მხოლოდ იმ პირობით, რომ შორს წასულიყვნენ ყვითელი წყლებისგან, რომელიც, დამპყრობლური კანონების თანახმად, თათრებს ეკუთვნოდათ. სხვათა შორის, ღირსი მამის თხოვნით, მათ ნება მისცა, დარჩენილიყვნენ იქ იმდენ ხანს, რამდენიც გარდაცვლილი ძმების დაკრძალვას დასჭირდებოდა.
    ეს იმდენადვე მშვენიერი სანახაობა იყო, რამდენადაც ადრინდელი იყო სავალალო! მიდიოდა ბერი, როგორც თავისი შვილებით მოხარული მამა, როგორც მწყემსი, რომელმაც დაკარგული ცხვარი იპოვა; მას მისდევდა მრავალი ხალხი, რომლებიც ცდილობდნენ, მის კაბის კალთას მთხვეოდნენ... ძველ თუ ახალ დროში განა უვლია რომელიმე მეფეს ან ერის წინამძღოლს მსგავსი დიდებით
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები