თემა: მღვდლობა
წმიდა ნიკოლოზი ამბოხს აწყნარებს.
მეფე კონსტანტინემ ამბოხის ჩასახშობად მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა სამი მხედართმთავრის წინამძღოლობით; მაგრამ ზღვაზე ამტყდარი ქარიშხალი მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. უკეთესი ამინდის მოლოდინში ისინი ერთ ზღვისპირა ქალაქში გაჩერდნენ, რომელიც წმიდა ნიკოლოზის სამწყსოს მიეკუთვნებოდა.
საფიქრებელია, რომ მხედართმთავრები არცთუ მკაცრად ადევნებდნენ თვალყურს ლაშქრის წესრიგსა და კეთილზნეობრივ საქციელს, რადგან ქალაქის მცხოვრებლებმა მალე იგრძნეს, რომ მამულის ეს დამცველები სხვა არავინ იყვნენ, თუ არა ყაჩაღები: მოსახლეობაში წყენამ და შეურაცხყოფამ იმატა, ბაზრობებზე - ძარცვამ; ამის გამო ხალხმა ჯერ დრტვინვა დაიწყო, შემდეგ შელაპარაკებები, ამას ჩხუბიც მოჰყვა და ბოლოს საყოველთაო აჯანყების საშიშროებაც გაჩნდა. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო სისხლისმღვრელი შეტაკებები.
როგორც კი შეიტყო ესოდენ სამწუხარო მოსალოდნელობის შესახებ, ღვთის მოსაგრე მეყსეულად გაემგზავრა, რათა აჯანყების ცეცხლი თავიდან აეცილებინა. ღირსი მამის მხოლოდ სახელსაც კი იმხელა ძალა ჰქონდა, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა ბოროტმოქმედება თავისი შედეგებით. სწორედ ასე მოხდა ახლაც: მთელი ხალხი გამოვიდა მასთან შესახვედრად, მათ კი მხედართმთავრები და მეომრები მიჰყვებოდნენ. ერთმანეთისადმი მტრობით ანთებული გულები ახლა ერთსულოვნებით შეკრულიყვნენ.
-ქრისტესმოყვარე მეომრებო! - მიმართა წმიდა ნიკოლოზმა მეომრებს, - თქვენ ერთი მამულის შვილები ხართ, ერთი ხელმწიფის ქვეშევრდომნი, ერთი ეკლესიის შვილები, ერთი ზეციური სამეფოს მემკვიდრენი; რატომ უნდა გაანაწყენოთ ერთმანეთი? მაგრამ ეს კიდევ ცოტაა, თქვენ მეფისგან გავალიათ, დააწყნაროთ აჯანყება თქვენს მამულში, თქვენ კი თქვენი მიზნის მიღწევაც კი ვერ მოასწარით, საშინელ აჯანყებას თვითონვე აწყობთ თქვენი მამულის გულში!
ღირსი მამა ისე საუბრობდა, რომ მხედართმთავრებმა შეინანეს თავიანთი შემწყნარებლობა, მეომრებმა - საკუთარი თვითნებობა; ყველამ პირობა დადო, რომ თავისი ხარისხის შესაფერის მოვალეობებს შეასრულებდა. უთანხმოებისა და შაინაომის ნაცვლად მშვიდობა და კეთილმეგობრობა დამყარდა.
ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოძღვარი და მასწავლებელი ქრისტეს სამწყსოსი