ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ იესოს ლოცვაში ვარჯიშს ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, თან სდევს ხიბლი და გადაჭრით კრძალავენ ამ ლოცვით საქმიანობას.
ვინც ამ აზრს და ასეთ აკრძალვას იზიარებს, ის ჩავარდნილია საშიშ ღვთისგმობაში, იმყოფება ღიბლში და სიბრალულის ღირსია ასეთი ხიბლის გამო. უფალი იესო ქრისტე არის ჩვენი ცხოვნების ერთადერთი წყარო, ჩვენი ხსნის ერთადერთი იმედი და მისმა ადამიანურმა სახელმა, მისი ღვთაებრიობიდან მიიღო შეუზღუდავი, ყოვლადწმინდა ძალა ჩვენი ხსნისათვის და როგორ შეუძლია ჩვენს საცხოვნებლად მოქმედ ამ ძალას, ხსნის მომნიჭებელ ამ ერთადერთ ძალას, გადაგვარება და დაღუპვა? - ეს ხომ აზრს მოკლებულია! ეს ხომ სამწუხარო ღვთისგმობაა და სულის წარმწყმედი სიბრმავეა! ვინც ამგვარ აზრებს იზიარებს, ნამდვილად იმყოფება სატანურ ხიბლში და შემცდარია სატანისაგან მოტყუებული გონებით.
განიხილე წმიდა წერილი დაცხადად დაინახავ, რომ მასში ყველგან განდიდებული და ამაღლებულია უფლის სახელი და ადამიანთა მაცხოვნებელი მისი ძალა. განიხილე მამების ნაწერები და ცხადად დაინახავ, რომ უკლებლივ ყველა გვირჩევს და გვიანდერძებს იესოს ლოცვაში ვარჯიშს. მას უწოდებენ იარაღს და მასზე უფრო მძლავრი არაფერია, არც ცაში და არც დედამიწაზე; უწოდებენ მას მადლმოსილს, სანუკვარ მემკვიდრეობას, ერთ-ერთ საბოლოო, ამაღლებულ დანაბარებს ღმერთკაცისას, უტკბილეს და სიყვარულით აღსავსე მანუგეშებელს, საიმედო საუნჯეს. ბოლოს, მიმართე აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობას და ცხადად დაინახავ, რომ მან ყველა თავის უწიგნური შვილისათვის - როგორც მონაზვნების, ასევე ერის ადამიანებისათვის - დაადგინა ფსალმუნთგალობების და ლოცვანის შეცვლა სასენაკო იესოს ლოცვის კანონით. მაშ, რაღას ნიშნავს წმიდა წერილის, ყველა წმიდა მამის და მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობის საპირისპიროდ ზოგიერთი დაბრმავებულის საწინააღმდეგო სწავლება, რომელიც აღიტაცება და განიდიდება მათ მსგავსად დაბრმავებულთა მიერ.