ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ხიბლი, ამპარტავნება
ლოცვაში წარმატების მისაღწევად და ხიბლისაგან თავის დასაღწევად აუცილებელია თავდადება, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების ძიებას გვასწავლის. ასეთნაირად ლოცვის ღვაწლი მარტივდება და მსუბუქდება; მსუბუქდება განსაცდელებიც, რომლებიც ყოველთვის თან სდევენ ღაწლს, მაგრამ თუ ვინმე ნაადრევად დაისახავს მიზნად საკუთარ თავში გულისმიერი ლოცვის გახსნას, "მასზე დაიშვება უმძიმესი და მის ძალებზე აღმატებული გამსაცდელი ეშმაკებისაგან". როგორც ამას სხვა წმ. მამების მსგავსად ღირსი ნილოს სორელი ამბობს, ასეთ მისწრაფებას საფუძვლად უდევს გაუცნობიერებელი თავის განდიდება და თავზე დიდი წარმოდგენა, გარეგნულად კი გულმოდგინების სახე აქვს.