image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ წმ. წერილში თავისმართლებას ვერსად შეხვდები?
იმას, რომ თავისმართლება თავისთავად გაუმართლებელია.
მე კი, წმიდაო მამაო, როდესაც თავს ვიმართლებ, თითქმის მაშინვე ვხვდები, რომ მონაზონს თავის მართლება არ შეშვენის.
და განა უბრალოდ არ შეშვენის ეს, არამედ თავისმართლებას არაფერ აქვს საერთო სულიერ ცხოვრებასთან. აუცილებელია მიხვედრა იმისა, რომ თავის მართლებისას სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფები. ამ დროს ღმერთთან კავშირს ვწყვეტ და საკუთარ თავს საღმრთო მადლს ვაკლებ, საღმრთო მადლი ხომ არ მივაიმ ადამიანთან, რომელიც სიცრუის მდგომარეობაში იმყოფება! იმ წუთიდან, როდესაც ადამიანი იმის გამართლებას იწყებს, რასაც გამართლება არა აქვს, საკუთარი თავის ღვთსაგან იზოლირებას ახდენს. სივრცეს ადამიანსა და ღმერთს შორის ავსებს საიზოლაციო მასალა - რაღაც სულიერი კაუჩუკის მსგავსი. განა ელექტრონი კაუჩუკში გაივლის? ვერა, ვერ გაივლის! ის ხომ დენგაუმტარია. ასევე ღვთის მადლისათვის არ არსებობს უფრო ძლიერი საიზოლაციო მასალა, ვიდრე - თავისმართლება. როდესაც თავს იმართლებ, თითქოს აშენებ კედელს, რომელიც ღმერთისაგან გამოგაცალკევებს და ამგვარად, ყოველგვარ კავშირს გაწყვეტინებს მასთან.
წმიდაო მამაო, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე: "იმას მაინც ეცადეტ, რომ გამსვლელ სულიერ ქულაზე დაბლა არ აღმოჩნდეთ". რა არის ეს გამსვლელი სულიერი ქულა?
გამსვლელი სულიერი ქულა ეს არის საკუთარი შეცდომების სიმდაბლით შეცნობა, თავის მართლებაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც ადამიანს მიუთითებენ, თუ რაშია იგი დამნაშავე და ის აცნობიერებს თავის დანაშაულს. მაგრამ თუ იგი თავს არ იმართლებს მაშინაც კი, როდესაც დამნაშაე არ არის - ეს უკვე ხუთიანია - პლიუსით. ის, ვინც თავს იმართლებს, არამარტო არ წარემატება, არამედ - შინაგან სიმშვიდესაც ვერ პოულობს. ღმერთი არ დაგვსჯის ჩვენს მიერ ჩადენილი რაიმე შეცდომისათვის, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიმართლოთ თავი ამ შეცდომის გამო და ის ბუნებრივად არ უნდა მივიჩნიოთ.
მაგრამ თუ დაუდევრობისათვის მაძლევენ შენიშვნას და მე ვხვდები, რამდენად დამნაშავე ვარ? უკეთესია, ვიკითხო ამის შესახებ, რომ აღარ გავიმეორო, თუ ყველა შემთხვევაში გაჩუმება სჯობს?
თუ ხუთი პროცენტით ხარ დამნაშავე, თავი ოცდახუთი პროცენტით დაიდანაშაულე, განა ხეირში არ იქნები? ზედმეტად დასდე ბრალი საკუთარ თავს, რომ დიდი თავის მტვრევა აღარ დაგჭირდეს. სწორედ ესაა ის სულიერი ღვაწლი, რომელსაც წესით უნდა აღასრულებდე: საკუთარი ცოდვების ძებნა და საკუთარი თავისათვის დანაშაულის ადგილზე წასწრება. სხვაგვარად - შენ საკუთარ "მესთან" განშორება გაშინებს, ამართლებ მას, მაგრამ სულიერი სიმშვიდე არა გაქვს.
წმიდაო მამაო, მიიღებს ჯილდოს ის ადამიანი, რომელიც ჩვეულების გამო იმართლებს თავს, მაგრამ შემდეგ აცნობიერებს თავის დანაშაულს და თავს იმტყუნებს?
ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანს გამოცდილება უგროვდება. თუკი იგი ამ გამოცდილებას ისე გამოიყენებს, როგორც საჭიროა, ჯილდოს მიიღებს. ხოლო თუ ღმერთი იტყვის: "რადგანაც მნ თავისი დანაშაული შეიგნო და შეინანა, მას რაიმე უნდა მიეცეს". მაშინ ეს ადამიანი მიიღებს რაიმე სახის "სუბსიდიას", მაგრამ ამჯერად უკვე სულ სხვა - სინანულის ფონდიდან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები