image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, თუ ის კაცი, ვინც თავს იმართლებს, იტანჯება, რატომ არ შეწყვეტს თავის მართლებას, რომ ეს მისი მტანჯველი სინდისის ქენჯნა დასრულდეს?
იმიტომ, რომ თავისმართლება, ეს ჩვევაა, მის მოსაკვეთად ნებისყოფაა საჭირო. ასეთი ადამიანისათვის უცილებელია არამარტო ის, რომ თავისმართლება შეწყვიტოს, არამედ ისიც, რომ სწორი სულიერი პოზიცია დაიკავოს. რადგანაც თუ ის ხმამაღლა არ გაიმართლებს თავს, გულში მაინც იმას იფიქრებს, უსამართლოდ მომექცნენო; რაც კიდევ უფრო ცუდია. რადგანაც მას რომ ხმამაღლა ემართლებინა თავი, ვინმე შენიშვნას მისცემდა და ამგვარად შეძლებდა, საკუთარი დანაშაული შეეცნო და ცნობიერებიდან გამოსულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუმც ხმამაღლა არაფერს ამბობს, საკუთარ გულში მაინც ფიქრობს: "სიმართლე კი ჩემს მხარეზეა, მაგრამ არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ ყოველივე ამაზე მაღლა ვდგავარ". ამგვარად ადამიანი ცდომილობაში რჩება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები