ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: საკუთარი თავის მართლება
თავისმართლება
ვინც თავს იმართლებს მისი სული სიმშვიდეს ვერ პოვებს. ასეთი ადამიანი უუგეშოა. თვითონ კი იმართლებს თავის "მეს", მაგრამ ეს "მე" გაამართლებს მას?! მისი "მე", ანუ - მისი სინდისი გამართლებას ვერ პოულობს და ამიტომ სულს მოსვენება ეკარგება. სწორედ ეს ადასტურებს, რომ ის დამნაშავეა. რა ბრძნულად არის ყოველივე ღვთის მიერ მოწყობილი! მან ადამიანს სინდისი მიანიჭა; საშინელი საქმეა! ეშმაკობით, სიცრუითა და სისასტიკით ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას სულიერი სიმშვიდე მოაკლდება. ხოლო, თუ ადამიანს სინდისი მართავს, ის სხვათა დაუხმარებლადაც მიხვდება, რომ გზას ასცდაუსამართლობის სულგრძელად მოთმენა ეს იგივეა, რომ სიხარულის მომნიჭებელი სულიერი სიმდიდრე შეიძინო. ხოლო თავის მართლებისას კაცი თითქოსდა მის მიერ შეგროვილ სულიერ საგანძურს ფლანგავს და არც სიხარულს გრძნობს.
იმის თქმა მინდა, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს ის სულიერი სიმშვიდე არ აქვს, რომელსაც მაშინ მოიპოვებდა, თავს რომ არ იმართლებდეს. და რაღა ითქმის იმაზე, ვინც თავს იმართლებს და ამავე დროს სინამდვილეში დამნაშავეა. ასეთი ადამიანი ღვთის რისხვას დაიტეხს თავს. არსობრივად, ხომ ამით ის იმას მიიტაცებს, რაც არ ეკუთვნის. მას სიმდიდრე ეძლევა, ის კი ქარს ატანს. განა ის, ვინც სიმდიდრეს ქარს გაატანს, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს?!
ის, ვინც თავს იმართლებს, თვალებს იბრმავებს. მერე კი გასამართლებელს ეშმაკიც მოუნახავს (თუნდაც კაცი ჰყავდეს მოკლული) და ეტყვის: "მაგის საქციელს ან აქამდე როგორ ითმენდი, ადრევე უნდა მოგეღო ბოლო". და ასეთ კაცს შესაძლოა, ისიც კი ჰგონია, რომ ამ "მოთმინების" სანაცვლოდ ქრისტესგან ჯილდოს იმსახურებს. გაიგე?1 აქამდეც კი შეიძლება დავიდეს ადამიანი!