ავტორი:
პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე
თემა: შრომა
მოიხსენეთ, ძმანო, შრომანი ჩვენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდით. რათა არავის დაუმძიმოთ თქვენგანსა (თესალ. 2, 9).
ძმაო ჩემო საყვარელო! საღმრთო წერილის კითხვის დროს არა ერთსა და ორს ადგილს შეხვდები, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, ნაბრძანევი, რომ ყოველი კაცი მოვალეა იშრომოს. შრომა სავალდებულოდ გაუხადა ღმერთმა ადამს და მის შთამომავლობას. „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო", უთხრა მას. „უკეთუ ვისმე არ უნებს საქმისა, ნუცა სჭამნ", გაგვიმეორა ღმერთმა ჩვენ ახალ აღთქმაში პავლე მოციქულის პირით. რა ბედნიერება იქნებოდა, რა უხვად ექნებოდა ყველას სარჩო საბადებელი და რამოდენად შემცირდებოდა ქვეყნიერებაზე სიღატაკე, რომ ყველანი, ვისაც კი ძალუძს, მუშაობდეს, იღვწოდეს! მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ყოველთვის და ყოველგან მოიძებნებიან ათასობით და ათიათასობით, რომელთაც ჟამივითა სძულთ მუშაობა და სხვის ნაშრომით სარგებლობენ. ამას თუ მივუმატებთ დავრდომილებს - ავადმყოფებს, მოხუცებულებს და ბავშვებს, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და სხვებმა უნდა არჩინონ, ადვილი წარმოსადგენია, ძმაო ჩემო საყვარელო, თუ რა მძიმე ტვირთი ადევს საზიდავად მშრომელ ხალხს. ნამეტნავად მეტად საგრძნობელი და აუტანელი შეიქმნა იგი ახლა, ამ უკანასკნელ დროს ჩვენში. არასოდეს, მგონი, ჩვენს საზოგადოებაში იმოდენს არ ლაპარაკობდნენ ახალგაზრდები, არ სჩივოდნენ ცუდ მდგომარეობაზე, მუქთა მჭამლობაზე, როგორც ახლა, ჩვენს დროს, მაგრამ არასდროს, მგონი, ამოდენა უსაქმო, არაფრის მკეთებელი ახალგაზრდობა არ მოიპოვებოდა, როგორც ახლა. ყოველივე რწმენა დაკარგეს, თვითონ არაფერს აკეთებენ და ვინც მუშაობს, იმასაც უშლიან. „უსირცხვოდ და უსინდისოდ თავი წამოყვეს საზოგადოების ნაძირალებმა, - იწერებიან, იტყობინებიან ყოველი მხრიდან, რომ თავისუფლად დათარეშობენ დაბა-ქალაქებში, სძარცვავენ და ხშირად სიცოცხლესაც კი ასალმებენ, ვინც კი მოხვდებათ ხელში. ეს სულით დაცემული, ზნეობრივად გაფუჭებული ახალგაზრდობაა, არაფერს არ ერიდება, რომ ვისმეს როგორმე წაგლიჯოს ფული, რომ წავიდეს დუქანში და გარყვნილებასა და ლოთობაში გაატაროს დღენი, სანამ წანაგლეჯი ფული ეყოფა. დიდ შიშსა და საგონებელშია ჩავარდნილი საზოგადოება და არ იცის როგორ უშველოს თავს, თავზარდაცემული, ისედაც ღარიბ ჯიბეს აცარიელებს, რომ დააკმაყოფილოს ეს ახლადმოვლენილი სვავი და ამით სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს“. როდემდის უნდა გაგრძელდეს ასეთი ჩვენი მდგომარეობა, როდემდის უნდა ითარეშონ ამ ვაჟბატონებმა, რა არის მიზეზი ამნაირი დამღუპველი მოვლენისა? აი რასა ფიქრობს ახლა ყოველი პატიოსანი მუშაკი, ყოველი შეგნებული და სამშობლოსადმი სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი.
კაცი რასაც დასთესს, იმას მოიმკის. ჩვენმა საზოგადოებამ რაც დასთესა, იმას იმკის დღეს. ჩვენში რომ რიგიანად ყოფილიყო მოწყობილი ადამიანის აღზრდა, თავის დღეში არ მოხდებოდა ის, რისი მოწმენიც გავხდით. საზოგადოებამ უნდა შეაჩვიოს ყოველი თავისი წევრი შრომას, საქმიანობას პატარაობიდანვე. ყველას უნდა ჩაუნერგოს თავის დროზე აზრი, რომ უშრომელი კაცი მკვდარია და არა ცოცხალი, რომ სიცოცხლე შრომაა; ახალგაზრდას შრომა სათაკილოდ კი არ უნდა მიაჩნდეს, არამედ მიზნად ცხოვრებისა.
ისტორია გადმოგვცემს, რომ მაცხოვარი, როდესაც იოსებთან ცხოვრობდა, მუდმივ მუშაობდა მასთან და ემსახურებოდა სადურგლო საქმეებში. როდესაც გამოვიდა საქადაგებლად, მან დასვენება არ იცოდა და სამ-წელიწად ნახევარი ქადაგობდა და იმოდენი ასწავლა, უმოძღვრა ხალხს, რომ, როგორც მოწმობს იოანე ღვთის-მეტყველი, „თითოეულად რომ დაწერილიყო, რაცა ჰქმნა იესომ, ქვეყანა ვერ დაიტევდა, ე. ი. მეტად ბევრი იქნებოდა“-ო. ღვთისმშობელი მუდმივ ხელსაქმობდა. მოციქულებმა ხომ არ იცოდნენ დასვენება! დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდათ და სამარცხვინოდ, თავის დამამცირებლად კი არა, საქებურად მიაჩნდათ, თუ რამე ხელობა იცოდნენ. „მოიხსენენით, ძმანო, ჩვენნი შრომანი და რუდუნებანი, რამეთუ დღე და ღამე ვიქმოდით, რათა არავის დაუმძიმოთ თქვენგანს და ესრეთ ვუქადაგეთ თქვენდა მიმართ სახარება იგი ღმრთისა“, სწერს პავლე მოციქული თესალონიკელებს. ამის გამგონნი ჩვენ როგორღა უნდა ვთაკილობდეთ შრომას და გვრცხვენოდეს საქმიანობისა?!
სამარცხვინო, სათაკილო მხოლოდ ცოდვაა, ცოდვა კი ხშირად უსაქმობისაგან წარმოსდგება. „დაადგინე იგი (კაცი) საქმესა შინა, რათა არა უქმებდეთ, რამეთუ მრავალი უკეთურება ასწავა უქმებამან“, გვარიგებს ცხოვრებაში მეტად გამოცდილი ისო ზირაქი (33, 28). როგორც რომ გაშვებულ მინდორზე, ველზე თავისუფლად აღმოცენდება მყრალი, ცუდი ბალახეულობა, ისე ცუდათ მყოფ ადამიანში პოულობენ ნიადაგს ცუდი მიდრეკილებანი. ამისთვის სრულიადაც არ არის გასაკვირველი, რომ კაცი, რომელიც საზოგადოდ შექმნილია შრომისათვის, ზარმაცობის გამო ფუჭდება, ეცემა როგორც ხორციელად, ისე სულიერად; ანებებს რა პატიოსან შრომას თავს, ეჩვევა მოტყუებას, წართმევას, ავაზაკობას. მუშაობა, საქმიანობა კაცისათვის იგივეა, რაც ცხენისათვის აღვირ-ლაგამი. წყალი თუ დაგუბდა ერთ ადგილზე და მსვლელობა არ ექნა, აყროლდება. რკინა თუ მოძრაობაში არ არის, ჟანგი უჩნდება, თუ ხმარებაშია, ვერცხლივითა ბრწყინავს. ფიზიკური და სულიერი სიზარმაცე წააგავს ჟანგს; ის უფრო სჭამს კაცს, ვინემ შრომა. უმჯობესია ჯაფამ, საქმიანობამ შესჭამოს ადამიანი, ვინემ სიზარმაცემ და უსაქმობამ. ცხოვრება მხოლოდ შრომით კეთილშობილდება. პატიოსანი შრომა საუკეთესო აღმზრდელია კაცისა. ზარმაცობა, მუქთა-მჭამელობა კი გამრყვნელია ადამიანის სხეულისა და სულისა. ას ბიწიერებათაგანში ორმოცდაათი უსათუოდ წარმოსდგება სიზარმაცისაგან. შრომას თავის თავადაც აქვს სიტკბოება, შედეგიც რომ არ მოჰყვეს მას სასურველი, ე. ი. არ დაბოლოვდეს ისე, როგორც სასურველია მოქმედ პირისათვის და საზოგადოებისათვის. „ბედნიერება იმდენად არ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მიზანს მივაღწევთ ხოლმე, როგორც თვით შრომაში, ენერგიაში, რომელსაც ვხმარობთ, ვანდომებთ ამ მიზნის მისაღწევად“, ამბობს ერთი სწავლული. მუშაობა, საქმიანობა, არის საუკეთესო გამრთობი კაცისა ყოველივე მწუხარების დროს, მასულმდგმულებელი, აღმაფრთოვანებელი და მანუგეშებელი ყოველ გაჭირვების დროს. ამაზე უკეთეს მეგობარს კაცი ვერას დროს ვერ იპოვის.
შრომის მოყვარეობა ერთნაირად საჭიროა, როგორც ღარიბთათვის, ისე შეძლებულთათვის. ჩემის ფიქრით, მდიდარს კიდევ უფრო ესაჭიროება, რადგან ზარმაცი კაცი და მასთან, საშუალების მქონებელი, გაცილებით უფრო ღრმად ჩაეფლობა ბიწიერებათა ლაფში, ვინემ უსახსრო.
როდესაც ჩვენ ვხმარობთ, კეთილ-მორწმუნენო, სიტყვას: „შრომა“, სრულიადაც არა გვაქვს სახეში მხოლოდ ფიზიკური მუშაობა, არამედ ვგულისხმობთ გონებრივ მუშაობასაც, რადგან ერთიც და მეორეც საჭიროა, როგორც ჩვენი სხეულის საზრდოს მოსაპოვებლად, ისე სულის გასასპეტაკებლად.
თუ ასეთი მნიშვნელობა აქვს შრომას, თუ იგი აძლევს კაცს საზრდოს, როგორც სხეულისათვის, ისე სულისათვის, დედ-მამის პირველი მოვალეობა არის შეაჩვიოს შვილი მას, ჩაუნერგოს პატარაობიდანვე სიყვარული მისდამი. საზოგადოება კი სავალდებულოდ უნდა სთვლიდეს თავის თავისათვის, ისე მოაწყოს ცხოვრება, რომ ყველას ჰქონდეს სამუშაო. ცუდად ყოფნა-სიარული არავის არ უნდა უხდებოდეს, თუ უნდა მას რომ მშიერ-ტიტველთა რიცხვი შემცირდეს და ჩვენში დამყარდეს მშვიდობა და სათნოება. ის საზოგადოება, სადაც კაცი აცხადებს სურვილს მუშაობისას და სამუშაოს კი ვერ შოულობს, ცუდად არის მოწყობილი და თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს ღირსეულად. კარგ მოწყობილ საზოგადოებაში, სახელმწიფოში, კაცისათვის სხვა საშუალება რჩენისა, გარდა პატიოსანი, კანონიერი შრომისა, არა არის რა. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს სამუშაო და საზოგადოება ვალდებული უნდა იყოს მიაწოდოს მას ეს საშუალება ცხოვრებისა. ათასჯერ უკეთესია ამაზე ვზრუნავდეთ ჩვენ, ვინემ სხვა და სხვა საქველმოქმედო საზოგადოებათა დაფუძნებაზე. შემწეობა, მოწყალების მიცემა სავალდებულოა ყოველ ჩვენგანისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი დავრდომილია, აღარ შეუძლია იშრომოს ავადმყოფობისა, ანუ მოხუცებულობის გამო, ან პატარაა და არ ძალუძს მუშაობა. თუ კაცი სავსეა ძალ-ღონით, თუ ნიჭი აქვს მას მიცემული ღვთისაგან, ამნაირ პირს ვინც მოწყალებას აძლევს, ამით მის ღირსებას ამცირებს: კაცს აქვს მინიჭებული ღვთისაგან მოთხოვნილებანი, მასთან ძალ-ღონეც აქვს მიცემული ამ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, საშუალებათა მოსაპოვებლად; უფლება სამუშაოს მოთხოვნაზე კაცის საკუთრებას შეადგენს, ეს საკუთრება არის უმთავრესი, უვალდებულესი და ყველა საკუთრებათა უწმიდესი.
აქ საჭიროდ მიმაჩნია, ძმაო ჩემო საყვარელო, შევნიშნო ერთი რამ ნაკლულევანება ადამიანისა, რომელიც ძლიერ უშლის მას წინმსვლელობას და აფერხებს კაცობრიობის განვითარების საქმეს. მე მაქვს სახეში ჩვენი ცრუ თავმოყვარეობა. დაიწყებს ვინმე ჩვენში რაიმე საქმეს, მაშინვე სმენად გადაიქცევა, გაფაციცებით ადევნებს ყურს, თუ ვინ რას ამბობს მის შრომის შესახებ. თუ ვინმემ ცუდი რამ სთქვა, დაუყოვნებლივ ანებებს თავს დაწყებულ საქმეს, ბოლომდისინ აღარ მიიყვანს. გაჯავრებული სხვა საქმესაც აღარ იწყებს და თავის ძალ-ღონეს უნაყოფოთა სტოვებს. ჩემის ფიქრით, ყოველი კაცი თავის თავს უნდა დაეკითხოს: „მოვალეა თუ არა რომელიმე საქმე გააკეთოს“, და თუ მოვალეობას შეადგენს მისას, ვინც რა უნდა სთქვას, ყურადღება არ უნდა მიაქციოს. თუ სვინიდისი არ გამხილებს, თუ გრძნობ, ისე იქცევი, როგორც მოვალეობა თხოულობს და სადამდინაც მიგიწვდება ძალ-ღონე, სხვის ქება-დიდებას ან ძაგებას რად უნდა დაემორჩილო: რად უნდა ხელმძღვანელობდე სხვის დაფასებით? ზოგიერთნი თავმოყვარენი ამბობენ: ქვეყანას ჩვენ ვერ გადავაბრუნებთ, კაცობრიობას ჩვენ ვერ გავაკვირვებთ და რა საჭიროა რამე საქმეს ხელი მოვკიდოთო. ამნაირად რომ ვიფიქროთ, ძმაო ჩემო საყვარელო, ქვეყანაზე მხოლოდ რამოდენიმე პირნი თუ იქნებიან მომუშავენი, რომელთაც შეუძლიათ თვისი ღვთისაგან ნაბოძევი ნიჭით გააკვირვონ ყველანი, დანარჩენებმა უნდა დავიკრიფოთ გულზე ხელები და უსაქმოდ უნდა გავატაროთ ჩვენი დღენი ან და, როგორც ზოგიერთნი იქცევიან, უდროოდ გამოვასალმოთ ჩვენი თავი ამ წუთისოფელსა. ზოგიერთნი არ იწყებენ იმნაირ საქმეს, რომლის დაბოლოვების იმედი არ აქვთ თავის სიცოცხლეში. ასეთი აზრი შემცდარია და დიდად მავნებელი. ჩვენ ხშირად ვერ შევძლებთ ჩვენგან დაწყებულ საქმის ბოლომდის მიყვანას, მაგრამ ჩვენ შემდეგ სხვები განაგრძობენ დაწყებულ საქმეს იმ ადგილიდგან, სადაც გავჩერდით. ჩვენს მოვალეობას შეადგენს პატიოსანი, ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის დაწყება, მისი დაბოლოვება კი ჩვენი შვილების ხვედრია. ჩვენ იმ იმედით უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენგან დათესილი ოდესმე ნაყოფს გამოიღებს, ჩვენ დავთესთ, სხვები მოუვლიან და მოიმკიან. ზოგიერთნი თავმოყვარენი ერთსა და იგივე დროს მეტად ბევრს საქმეებს ჰკიდებენ ხელს და თავის ძალღონეს ფანტავენ და ვერც ერთი საქმის ხეირიანად დაბოლოვებას ვერ ასწრობენ. ხშირად სრულიად უნაყოფო რჩება მათი მოქმედება და შრომა. საჭიროა ადამიანმა ერთ რომელიმე საგანს მოჰკიდოს ხელი და იგი, რანაირი ნიჭის პატრონიც უნდა იყოს, უსათუოდ რასმეს გააკეთებს. ზოგს კარგად ესმის, რომ უშრომლად კაცი არ ვარგა, ბევრს ლაპარაკობს და ქადაგობს სიზარმაცის მავნებლობაზე, მაგრამ თვითონ თითსაც ვერ გაანძრევინებ, სხვებს უკიჟინებს, თვითონ კი გულ-ხელდაკრეფილი სდგას და მოგაგონებს ადამიანს, რომელიც სდგას წყლის პირას, უნდა ტანის დაბანა, მაგრამ ფეხის შედგმა წყალში ვერ გაუბედნია. ამნაირი პირნი ყოველ ხალისს და ენერგიას უკარგავენ სხვებს და ცუდ შთაბეჭდილებას ახდენენ. მარტოკა სიტყვით უნდათ გამოიჩინონ თავი, მაგრამ სჯობს, ჩემის ფიქრით, ამ ვაჟბატონებმა თავი შეიკავონ და თავი დაანებონ ცარიელი სიტყვების ხარჯვას. "ყოველი კაცი საქმემან მისმან გამოაჩინოს". ამინ.