წმ. ალექსი ბერი
თემა: აღსარება

ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ ვითარ იგი რკინასა შეაგდებან ცეცხლსა და ბერვითა

ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ ვითარ იგი რკინასა შეაგდებან ცეცხლსა და ბერვითა განახურვებენ და შემდგომ შანთსა გამოიღებენ და სცემენ უროსა და განიყრის გესლსა, ეგრეთვე კაცი მოაღსარებე სახეს არს რკინისა, ხოლო ცეცლი არს საღმრთო მადლი, მბერველი არს მღვდელი, რომელიც შთაბერავს კეთილ-შთაგონებით და კითხვებით და განუხურვებს გულს, ხოლო ურო არს სინდისი, რომელი სცემს ცოდვილსა სირცხვილისა გამო და ესრედ განიყრის გესლსა ცოდვისასა, რომელიც დაუფარავად აღიარებს.
    დიდად ცთომილ და ვნებულ არს მონანული იგი, რომელი აღსარებაშიც ძმისა შესმენასა იკადრებდეს სიფიცხით, რამეთუ გონებასა მისსა ალმური გეენიისა უბერავს და არა მადლი სულისა წმინდისა.
    აღსარება სხვა არა რაი არს, თვინიერ თავისი უბადრუკებისა განქიქება მოძღვრისა წინაშე და შენანება ყვედრებითა თავისათა.
 
თემატური კითხვები
0