ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 118]
ხსნა მხოლოდ ღმერთშია. უფალი თითოეულ ჩვენგანს უხმობს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი
ხსნა მხოლოდ ღმერთშია. უფალი თითოეულ ჩვენგანს უხმობს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11,28), რადგან "თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიც ყოფად" (ინ. 15,5).
დიახ, ხსნა მხოლოდ ადამიანისა და ღმერთის ერთობაშია.
ხსნა ისეთ სიყვარულამდე ამაღლებაშია, ახალი აღთქმა რომ გვასწავლის: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორ. 13, 4-7). თუ მოვიპოვებთ ასეთ მადლს, ღვთის შვილობის ღირსი გავხდებით.