ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 15]
ასეთ მდგომარეობას უმეცარი თავისუფლება ჰქვია
ასეთ მდგომარეობას უმეცარი თავისუფლება ჰქვია
სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას "უმეცარ თავისუფლებას" უწოდებენ. "უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, ხოლო მისი შედეგი უსასტიკესი მონობაა".