წმ. ალექსი ბერი

ამისთვის გევედრებით, საყვარელნო ძმანო და დანო, კრებულნო მონაზონთაო, რათა არა ესვიდეთ თავთა თქვენთა

ამისთვის გევედრებით, საყვარელნო ძმანო და დანო, კრებულნო მონაზონთაო, რათა არა ესვიდეთ თავთა თქვენთა ზრუნვასა და ქონებათა ზედა თქვენსა; არა იმედობდეთ, არამედ ერთი არს იმედი - იესო მზრდელი ყოველთა. ამას შეეხიზნეთ, ამას მიანდევით ზრუნვა თქვენი; ამან, ტკბილმან იესომ, განაგოს ცხოვრება თქვენი: ესე მდაბალი მშვიდი და სახიერი იესო შეიყვარეთ; ამის კალთას მიეყრდენით, და არა მოგაცდინონ თქვენ ამისთა ზრუნვათა, არამედ ვითარცა მეფესა, სოფელი გამსახურონ და ყოველნი განგიმზადონ და მორჩილ თქვენდა ჰყოს სოფელი ესე, რაიცა არსებისათვის, საჭირო იყოს თქვენდა, ესე მისთვის, რათა არა მოცდეთ მისდამი სიყვარულის გალობასა და ცად აღმავალი გულითადი ლოცვისაგან.
 
თემატური კითხვები
0