
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს ზიარება
იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღირსი ისიდორე პელუზიელი: "ღვთაებრივი საიდუმლოების მიღებას "ზიარება" იმიტომ ეწოდება, რომ მისი საშუალებით გვებოძება ერთობა ქრისტესთან და მისი მეუფების თანაზიარნი ვხდებით".