ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: განსჯა, სათნოებები
ღმერთის სათნო განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, არა მარტო მოყვასის მიმართ, რათა ცილი არ დავწამოთ მართალ და უდანაშაულო ადამიანებს, ანდა სასტიკი სასჯელი არ დავადოთ იმ შეცოდებებისთვის, რომლებიც ასეთ მკაცრ ზომებს სრულიად არ იმსახურებენ: განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, როგორც გარეგნულს, ისე შინაგანს. წმ. მამები ამ განსჯას "სულიერ განსჯას" უწოდებენ – იმ მთავარ სათნოებას, რომელზეც დამოკიდებულია ყველა სხვა სათნოების სისწორე და, შესაბამისად, მათი ღირსება.