ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: განსჯა, სათნოებები
ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ასახელებდნენ, რამეთუ მათი მეშვეობით აზრი სიფაქიზეს იძენს, იწმინდება და უფრო ადვილად მიეახლება ღმერთს; მეორენი უპოვარებასა და ქონების მოძულებაზე მიუთითებდნენ, რამეთუ ამ გზით გონება თავს აღწევს მრავალფერ მიწიერ ზრუნვათა ბორკილებს და ღმერთს ეთვისება. სხვანი მოწყალებას აძლევდნენ უპირატესობას და უფლის სიტყვებს იმოწმებდნენ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მთ. 25, 34).
ანტონიმ ყველას მოუსმინა და ბოლოს თქვა: "ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, საჭიროცაა და სასარგებლოც მათთვის, ვინც უფალს ეძიებს. მაგრამ ამ სათნოებებს არ შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობა მიენიჭოს, რადგან ბევრი მინახავს, ცხოვრებას რომ მარხვასა და მღვიძარებაში ატარებდა, უდაბნოში მიდიოდა განმარტოებისთვის, უმკაცრეს უპოვარებაში იყო, მთელ ქონებას გლახაკებს ურიგებდა და თვითონ კი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა, მაგრამ მერე მიატოვა ღმრთის სათნო გზა, ცოდვილი ცხოვრება დაიწყო და ქრისტესაც კი განუდგა. მაინც, რა იყო ამ სულიერი გაუმართაობის მიზეზი? ჩემის აზრით, ის, რომ მათ არ ჰქონდათ მთავარი – სულიერი განსჯის ნიჭი. განსჯა ასწავლის ადამიანს, ყველაფერში ერიდოს ზომის გადამეტებას და სამეუფო გზით იაროს. იგივე განსჯა არ აძლევს ეშმაკს უფლებას, რომ კაცს მარჯვნიდან, ანუ მეტისმეტი მარხვით სძლიოს, ანდა მარცხნიდან, სხეულის უზომო განსვენებით დასცეს.