
ავტორი:
წმ. გრიგოლ სინელი
თემა:
გადარჩენა
ერთიანი მადლმოსილი ჭეშმარიტი რწმენა, განმტკიცებული საღმრთო მცნებების ჯეროვანი აღსრულებით, სრულიად
ერთიანი მადლმოსილი ჭეშმარიტი რწმენა, განმტკიცებული საღმრთო მცნებების ჯეროვანი აღსრულებით, სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩვენი ხსნისათვის იმ შემთხვევაში, თუკი ძლიერებით და ქმედითად გვექნებოდა იგი შემოსილი, და თული ასეთ, ქრისტესმიერ რწმენას ამოვირჩევდით ჩენთვის მკვდარი, უმოქმედო რწმენის სანაცვლოდ. ერთგული მორწმუნისთვის საკმარისია ჭეშმარიტი სარწმუნოების ხატი აღიმართოს საკუთარ თავში და ცხოვრებაც ქმედითი ქრისტესმიერი რწმენით მოიწყოს და წარიმართოს. ამჟამად კი უცნობლობა მხოლოდ მკვდარ და უგრძნობელ რწმენას ქადაგებს, ოდენ სიტყვით გაცხადებულს, და არა - მადლშემოსილ, ცხოველმყოფელ, მხსნელ სარწუნოებას.
|