რწმენის გარეშე, ცოდვათა მოუნანიებლად, არც ერთი ცოდვილი არ ცხონდება, ხსილი არ იქნება. რომელსა რწმენეს
რწმენის გარეშე, ცოდვათა მოუნანიებლად, არც ერთი ცოდვილი არ ცხონდება, ხსილი არ იქნება. "რომელსა რწმენეს და ნათელიღოს, სცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს (მარკ. 16, 16). უფალმა ქვეყანაზე დაადგინა ეკლესია და სავსეჰყო იგი მთელი საუნჯით ცოდვებისაგან ხსნისათვის; მოგვცა მწყემსები და მასწავლებლები, ღვთისმსახურებისა და საღმრთო საიდუმლოების შემსრულებლები; მოგვცა სახარება და მცნებანი, რომელთაც თუ შევასრულებთ, ხსნილნი, განთავისუფლებულნი ვიქნებით ცოდვებისაგან და ცხოვნებულნი; დაგვიმკვიდრა სული წმიდა, ჩვენი სულიერი ძალით გამაგრებული, მოგვანიჭა სინანული და უფლება ეკლესიაში ცოდვილთ შეკვრისა და მონანიებულთ გახსნისა.
აი, საყვარელნო, საშუალებანი, ცოდვილთა ხსნისათვის, მათი ცხოვნებისათვის! მაშასადამე, ვისაც კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, მისი ცხოვნების საკითხიც საეჭვო და უიმედოა.
|
|