
ავტორი:
ილია II
თემა:
ცოდვა
სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწევს მის
სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწევს მის შედეგებს. ზოგჯერ ისეც კი ფიქრობენ, თითქოს ცოდვა საერთოდ არ არსებობს, რომ ამ სახელს ვუწოდებთ ადამიანის ბუნებრივ თვისებებს. ამგვარად მოაზროვნენი ჭეშმარიტებისაგან შორს დგანან და თავს მეორე სიკვდილისათვის ამზადებენ. ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი. "ცოდვაჲ იგი არს უსჯულოებაი" (I იოანე, 3,4),-ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი.