ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
გარდაცვალება
ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების
ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების საიდუმლოსათვის. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, რადგან იგი უფლის ნებას არ წარმოაჩენს. როდესაც შემოქმედმა ადამიანი დაბადა, სულისა და ხორცის ერთობაში ქმნა და ასეთ მდგომარეობაში დაუდგინა ცხოვრება. ამიტომ პირველი ადამიანებიც უფალთან ერთობას ერთგვარად ახორციელებდნენ, ვიდრე პირადი ნების არჩევის შედეგად საკუთარი თავისთვის სიკვდილს მოიწევდნენ. არის რა დამბადებელი სიბრძნისმეტყველი და სახიერების, ეს სიკვდილიც სიცოცხლისაკენ წარუმართა მათ. როდესაც ადამს და ევას ცოდვამ უფალთან ერთობის პირვანდელი სახე წაართვა და ხორციელ ხრწნილებას დაუქვემმდებარა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებულებამ დროებითი გაყრა სულისა და ხორცის საუკუნო აღდგომით შეუცვალა. ასე შეიქმნა გარდაცვალება მარადიული სიცოცხლის საწყისად. ეს არის მართლაც გარდაცვალება და არა სიკვდილი. კვდება ის, რაც აღარ აღდგება და გარდაიცვლება ის, ვინც იცვალა.
|