ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
გარდაცვალება
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანმა უმრავლესობის წარმოდგენაში, გარდაცვლილი სულები უკვე
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანმა უმრავლესობის წარმოდგენაში, გარდაცვლილი სულები უკვე განწესებულნი არიან სასუფეველში ან ჯოჯოხეთში, აუცილებელია შემდეგის აღნიშვნა: უფლის მეორედ მოსვლამდე, რომელსაც თან ახლავს საშინელი სამსჯავრო, ანუ განკითხვის დღე, ჯერ არც ერთი ადამიანისათვის არ დამდგარა არც სასუფეველი და არც ჯოჯოხეთი, როგორც მისთვის განწესებული საბოლოო მისაგებელი. როდესაც გარდაცვალების წამი დგება, იმ წუთიდან მიცვალებულის ული ისეთ მდგომარეობაში გადადის, რომელსაც ეკლესიის მამები "მოლოდინის დროებით მდგომარეობას" უწოდებენ. ეს მდგომარეობა წარმოდგება იმ მიზეზით, რომ განკითხვის დღემდე არავინ იღებს პირად მისაგებელს სრული და საბოლოო სახით, არც ნეტარებაში და არც ტანჯვაში. გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ერთგვარ წინასწარ განაჩენს, მაგრამ არა საბოლოოს, რომელიც საშინელ სამსჯავროზე აღესრულება. მოლოდინის მდგომარეობაში კი სასუფევლისთვის გნმზადებულნი ნეტარების მოლოდინით ნეტარებას, ხოლო ჯოჯოხეთისთვის განმზადებული ადამიანები - ტანჯვის მოლოდინით ტანჯვას, რამეთუ სინდისის საშინელ ქენჯნას განიცდიან. არც ნეტარება არც ტანჯვა არ არის სრული არც ერთი აღსრულებისთვის საყოველთაო განკითხვის დღემდე. ცხონებულები ნაწილობრივ ნეტარებას განიცდიან, ხოლო წარწყმედილები - ნაწილობრივ ტანჯვას.
|