დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია: საზოგადოდ,

სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია: საზოგადოდ, ადამიანის არსებისათვის, ადამიანური პიროვნებისათვის სიკვდილი უცხოა, სიკვდილი ცოდვის შედეგია. რა თქმა უნდა, პოტენციურად ჩვენში თავიდანვე არსებობდა სიკვდილი, ისევე როგორც სიცოცხლე. მართალია, ეს ჩვენი არჩევანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანი არ შექმნილა სიკვდილისათვის. უფალმა იმგვარად შეგვქმნა, რომ გამოსადეგნი ვყოფილიყავით სიცოცხლისათვის და არა სიკვდილისათვის. დღეს სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ადამიანისათვის არსობრივად არაბუნებრივია. ამიტომაც ძრწის ადამიანი სიკვდილის წინაშე, ამიტომაა სიკვდილი მისთვის საზარელი. ეს ბუნებრივია, გასაკვირი და დასაძრახიც ამაში არაფერია. სიკვდილი იმდენად დიდი ტკივილია ადამიანისათვის, რომ თავად უფალი ატირდა, როცა მართა და მარიამი გარდაცვლილ ლაზარეს დასტიროდნენ.
    არსებობს სიკვდილისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაც. სიკვდილი მოწამისათვის არის შეხვედრა ღმერთთან, მარადისობასთან. რაცა საქმე საქმეზე მიდგება და ადამიანმა დანამდვილებით იცის, რომ უკვე თითქმის გასულია ამ ქვეყნიდან და მაინც ემალება სიკვდილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ იგი გაურბის ღმერთთან შეხვედრას.
 
0