ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
გარდაცვალება
ურწუნო ადამიანს აქვს გაუცნობიერებელი, წარმართული, შეიძლება ითქვას, პირუტყვული შიში სიკვდილისა, უფრო
ურწუნო ადამიანს აქვს გაუცნობიერებელი, წარმართული, შეიძლება ითქვას, პირუტყვული შიში სიკვდილისა, უფრო სწორად, თვითგადარჩენის ინსტიქტი. მაგრამ იგი იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ ყოველთვის ამ ინსტიქტით მოქმედება არასწორია.
როდესაც კაცი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხისადმი გონივრულ მიდგომას იწყებს, იგი წასვლის ჟამისთვის ნელ-ნელა ემზადება, რათა მისი გული აივსოს ქრისტეთი და არ იყოს ამქვეყნიურზე მიწებებული, რაც არ არის იოლი საქმე. რომ დავფიქრდეთ და დავუშვათ, რომ დღეს მივყავართ უფალს, ჩვენს გულებში ისეთ მიდრეკილებებს აღმოვაჩენთ, რომლებიც იქ ნამდვილად არ გამოგვადგება: ან რაღაც ზედმეტ გვიყვარს, არ რაღაც არ გვეთმობა, რაGაც გვენატრება. ეს პრობლემაა. ქრისტიანები ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ სიკვდილისათვის, რადგან არ ვიცით, როდის მოვა. უნდა მივისწრაფოდეთ, რომ გულში მხოლოდ ქრისტეს სიყვარული გვქონდეს და იმისიც, რაც მასში ქრისტესთან ერთად დაეტევა. მაგრამ ამას თითოეული საკუთარი გამოცდილებით უნდა მიხვდეს.

|