
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
სიკვდილი
რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსენდებოდეს, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა არის მისი
რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსენდებოდეს, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, ისიც ცხადია, რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს თავისი ცხოვრების დასასრული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გარდაცვალება ჰქვია. ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ აღსასრულით წერტილი არ დაესმება ჩვენს არსებობას. ეს არ არის ჩიხი, არამედ ეს არის კარი. ადამიანი უნდა ეცადოს, ღირსეულად გავიდეს ამ კარში. ეს არც ისე იოლია, ძალზედ რთულიც არის, თუმცა ეს ღირსეულად უნდა აღვასრულოთ.
|