ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
სიკვდილი
რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, ხორცით მოვკვდეტ,
რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, ხორცით მოვკვდეტ, რადგან ჩვენ ამით სიყვარულს ვსწავლობთ. დაე, ყველას მოგვეცეს იმის ძალა, რომ მოვკვდეთ ქრისტესათვის. რას ნიშნავს ქრისტესათვის სიკვდილი? როდის ვკვდებით ქრისტესათვის? მაშინ, როცა უფლის გამო გაწამებენ, გაიძულებენ ქრისტეს უარყოფას და შენ კი არ უარყოფ. ამის ღირსი შეიძლება ჩვენ ყველანი ვერ გავხდეთ, მაგრამ, თუ უფალი ინებებს, ეგების გავხდეთ კიდეც. ხვალ რა დრო მოვა არ ვიცით.
ეს ერთი. მეორეა სიკვდილი სამშობლოსათვის, ნებისმიერი სახით. აუცილებელი არ არის ომი იყოს. ყოველი ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აღასრულებს, სამშობლოსათვის აგურს დებს, ოღონდ ისე, რომ ანგარებისგან იყოს თავისუფალი. ყოველ საქმეში დიდია საცდური. ხშირად კაცს საქმე აქვს, მაგრამ სამშობლო არ ედარდება, ყველაფერს ჯიბეში იდებს, მით უფო, თუ გარკვეულ თანამდებობაზეა, ამ საცდურს თუკი გაუძლებს და სამშობლოსათვის იღვაწებს და მოემსახურება სხვა ადამიანებს, საკუთარი თავისთვის კი არა, სხვისთვის იცხოვრებს: დედისთვის, მამისთვის, შვილისთვის, მეუღლისათვის, მეგობრისათვის, როცა სხვისთვის იცხოვრებს - ეს უკვე თავგანწირვაა.
ჭეშმარიტი მორწმუნისათვის სამშობლოსათვის სიკვდილიც ქრისტესთვის სიკვდილია, რადგან ჩვენ ქრისტიანული სამშობლო გვაქვს. მადლობა ღმერთს ამისათვის. თუ გვინდა, რომ ამგვარად აღვზარდოთ საკუთარი თავი, უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიზანი - ცხონება, და ის საშინელი წამები - სამსჯავრო. როცა ადამიანს ახსოვს ის საშინელი წამები, როცა უფალი ეტყვის, მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ, მაშინ ხორციელი სიკვდილი აღარაფრად მოეჩვენბა. პირიქით, სიხარულით მიუშვერს მკერდს ტყვიას, რათა ამით კიდევ ერთხელ დაამოწმოს, რომ უყვარს უფალი.

|