
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
გონება
ახლა დასვათ ერთი უდიდესი კითხვა, თუ რაი არს გონება? ამას პასუხად ღმრთის მეტყველებით განათლებულ წმიდა
ახლა დასვათ ერთი უდიდესი კითხვა, თუ რაი არს გონება? ამას პასუხად ღმრთის მეტყველებით განათლებულ წმიდა მამები გაკვირვებით იტყვიან: "ვინ სცნა გონება თვისი?!" გარნა რაც შესაძლოა დაახლოებით მაინც ვსთქვათ: ყვალა შეგნებულ პირმა უწყის, რომ გონება საუნჯეა ნათელ-მეცნიერებისა; - აღუვსებელი უფსკრულია, ვითარებათა ძიებით სიბრძნისა და სამსჯავრო საყდარია ზღვა აზროვნების მოვლენათა. ასეთი საკვირველებაა, მაგრამ თავის არსებობის სისრულით შემეცნებაში ყოვლად უძლურია. გონებამ არ იცის რა, თუ ვითარ ევლინება მოგონებათა ცნობანი. - საქმე გონებისა არის გამოცხადებულის შეთვისება, დაცვა-მართვა, განგება და ჯერ უცხოდ უცნობისკენ ლტოლვა. გონება სწორედ განსაცვიფრებელი არსებაა, რომ ფრთა სხმულად მიმოფრინავს დაუსრულებელ სამყაროის უფსკრულში. ეძიებს, იკვლევს, ემეცნება, აღმოაჩენს ბუნების საიდუმლო ძალთა განწყობილებას და მასში უხილავ ხელით წარწერილს კანონებს (ცნებებს) აღმოიკითხავს და უზენაესის მიერ შემოქმედებულ შეზავებულებითი ძალთა მშვენიერებას შესხმით უგალობს: "უფალი სუფევს მშვენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა". ასეთი შემეცნებით გონებამ დააგვირგვინა კაცის აზროვნება; ამგვარ მეცნიერებით ამაღლდა მსოფლიოსაგან და იხილა საიდულოებათა მესაიდუმლე უხილავი ღმერთი - მიზეზი განგებულებისა და მეცნიერებისა!
|