ილია II - სიამაყე
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: სიამაყე,  სინანული,  სხეული

წმ. ბასილი დიდი წერს: "ხარ შენ ფრიად მდიდარი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე, ხარ შენ ჯანმრთელობით და სილამაზით დაჯილდოებული, დაფასებული დამსახურებისამებრ? - მუდამ გახსოვდეს, არსებობს მიწა და მიწად მიიქცევა ყოველი. ვითარცა ყვავილი და ბალახი, განქარდება ის, რითაც ამაყობ. გადახედე წარსულს: მრავალნი იყვნენ ჩინებულნი, მაგრამ სადღა არიან რჩეულნი გმირნი ან დიდებულ სამეფოთა განმგებელნი, სად არიან ბრძენნი და დიდვაჭარნი, გავლენიანი თავადები, ცხენის რემათა მფლობელნი, უძლეველი მებრძოლნი, სახელოვანი სარდლები, სად არიან მეფენი; განა მიწას არ მიებარნენ ყოველნი?
    ამიტომაც, არაფრით არ უნდა იამაყო. სხეული შენი - მიწაა, მიწიერი დიდება ყვავილივით დაჭკნება... სული და სხეული და-ძმანი არიან, ღვთის მცნებათა დარღვევა ორივეს ერთნაირად ამძიმებს: მაშ შევინანოთ, რათა უფლისაგან ცოდვათა შენდობა მივიღოთ და მის წინაშე მადლი ვპოვოთ" (დარიგებანი, 26 იანვარი).
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები