
ავტორი:
ილია II
თემა: სიკვდილი, მარადისობა, წუთისოფლის სიამოვნებანი
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარებიან, რომელსაც წმ. წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს: ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომისა მას შინა პირველისა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაჲ (გამოცხ. 20,6).