ავტორი:
ილია II
მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს, - გვარიგებს ბრძენი (შდრ. იგავ. 21, 21).აქ, ერთი მხრივ,
„მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს“, - გვარიგებს ბრძენი (შდრ. იგავ. 21, 21).
აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ, მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა.
მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა და მოყვასისათვის მსხვერპლადშეწირულ მსახურებას ემყარება, სიმართლე კი შინაგან სიმტკიცესა და სიწრფელეს გულისხმობს.