ეშმაკს ბევრი ხერხი მოეპოვება, რომლითაც იგი ცდილობს დაამხოს და დაამარცხოს უზრუნველები სულის ცხოვნების

ეშმაკს ბევრი ხერხი მოეპოვება, რომლითაც იგი ცდილობს დაამხოს და დაამარცხოს უზრუნველები სულის ცხოვნების საქმეში. ამიტომ ფრთხილად უნდა მიუდგეთ და გაეცნოთ მას, რომ არ მოხვდეთ მის ბადეში და არ დაუშვათ იგი თქვენამდე: ენაც უნდა დაიჭიროთ, თვალიც უნდა დაიცოთ, გულიც სუფთად იქონიოთ, ერთი სიტყვით, მუდამ მზად იყოთ ბრძოლისათვის, რომ თითქოს თავს გესხმოდენ რომელიმე ნადირი და დაღუპვას გიქადდენ. ამიტომაც ხალხთა მასწავლებელი, მოციქული პავლე, რათა მისი სულიერი მოწაფეები იხსნას ეშმაკის ყოველივე საცთურისაგან და უძლეველნი გამოიყვანოს მასთან ბრძოლაში, სიტყვების შემდეგ: "შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა", კიდევ ამბობს: მტკიცეთ სდექით, მოირტყენით წელნი თქვენნი ჭეშმარიტებითა, და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა, და შეისხენით ფერხთა თქვენთა განმზადებულება სახარებისა მის მშვიდობისა, ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა და მახვილი იგი სულისა რომელ არს სიტყვა ღვთისა (I ფეს. 6, 14-17). და იგი შეძლებს ბოროტის გავარვარებული ისრის დაშრეტას.
 
თემატური კითხვები
0