თემა: ეშმაკი

რა არის ეს გავარვარებული ისარი ბოროტი სულისა ანუ ეშმაკისა? ავხორცობა, ბოროტი ზრახვები, დამღუპველი

რა არის ეს გავარვარებული ისარი ბოროტი სულისა ანუ ეშმაკისა? ავხორცობა, ბოროტი ზრახვები, დამღუპველი ვნებანი, წყრომა, მძულვარება, შური, მტრობა, ვერცხლისმოყვარეობა და სხვა ცუდი მიდრეკილებანი, ყოველივე ესენი ისარია, ამბობს მოციქული, რომელსაც დაამხობს მახვილი... სულისა, - სიტყვა ღვთისა. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნიც არიან ცათა ქვეშე. ამიტომ აღვჭურვა ანუ შეგვაიარაღა ჩვენთან არა ხორციელითა მით საჭურველითა, არამედ სულიერითა, და იმდენად მბრწინვალის, რომ ბოროტი სატანა ვერ შეძლებს მისი ელვარების ატანას.
    ამრიგად, ასეთი საჭურველით აღჭურვილნი ნუ შევშინდებით და ბრძოლას ნუ მოვერიდებით; ამასთან ნუ ვიქნებით დაუდევრები, უზრუნველები საკუთარი ცხოვნების საქმეში, ვინაიდან თუ ჩვენ ასეთები დავჩებით, ეს არის ნებაყოფლობა ჩვენთვის სასარგებლო, მაგრამ ჩვენი ცხოვნების მტერი დაუძინებელია, იგი ყოველივე მანქანებას მიმართავს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი მოთხოვნების საზიანოდ. მაშ ასე, ყოველის მხრივ შევიარაღდეთ, ფრთხილად ვიყოთ სიტყვითა და საქმითაც, რომელთაც შეუძლიანთ, რომ ჩვენ ზიანი ადვილად მოგვაყენონ. მადლი ღვთისა, თუ ჩვენ მოვინდომებთ, ალმასზე უფრო გაგვამაგრებს და სრულიად უძლეველთ გაგვხდის. მოკლედ, თუ ჩვენ ამ საჭურველით მუდამ თავს დავიფარავთ, შეგვიძლია თავისუფლად საერთო საზოგადო შესაკრებლებზეც გამოვიდეთ, მეგობრებიც ვნახოთ და საქმეც გავაკეთოთ, ეკლესიაშიც ვიაროთ და სახლშიც მშვიდობით დავბრუნდეთ, მოსვენებული ძილიც გვექნეს, და ძილისაგან ადგომის შესაძლებლობაც. ერთი სიტყვით, ნურასოდეს ამ საჭურველს ხელს ნუ შევუშვებთ მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში. დაე, იგი იყოს ჩვენი თანამგზავრი საიქიო ცხოვრებაში და იქ მოგვანიჭოს ჩვენ უდიდესი კადნიერება მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში. ამინ.
 
თემატური კითხვები
6