ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ბოროტება, სიკეთე
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცულ ტკბობას გულისხმობს, ის განსჯაში ცდება. ბოროტებას სიკეთედ რაცხს და ბოროტად იყენებს მას. ასე უნდა განვიხილოთ სხვა საგანთა გააზრებაცა და მათი გამოყენებაც.