
ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიმდიდრე, ვერცხლისმოყვარება
89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგების დატოვებას შესთავაზებენ, მწუხარებას ეძლევიან, მსგავსად სახარებისეული მდიდრისა, დამწუხრებული რომ წავიდა(მათ.19.22); და თუ მართლაც დაკარგავენ მას, საშინლად განიცდიან. ამგვარად ამხელს ქონების დაკარგვა მის ვნებით ან ვნების გარეშე მომპოვებელს.