ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
მადლი
რა გვარი მადლი დავასახელოთ, რომ იგი ჩვენ ღვთისაგან არ მოგვეღოს? ყოველივე ის, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც
რა გვარი მადლი დავასახელოთ, რომ იგი ჩვენ ღვთისაგან არ მოგვეღოს? ყოველივე ის, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ჩვენში და ჩვენს ირგვლივ ვხვდებით, რითაც ვსარგებლობთ, ღვთის მოცემული მადლია: ჩვენი სიცოცხლე და სუნთქვა, ფიიზკური ჯანი და ღონე; ჩვენი სული, ყველა მისი თვისობრივი მხარით: გონიერებით, ჭკუით, ნებისყოფით, თავისუფლებით; საშუალებანი ჩვენი არსებობისა, - ყოველივე ეს ღვთისაგანაა და არა რაიმე ჩვენი დამსახურების გამო. განა ვინ მისცა უმალ უფლისა, რომ მისგან სამაგიერო მიეღო? ამბობს მოციქული პავლე (რომ. II, 35), ხოლო თუ მიითო, - უსასყიდლოთ. მაშასადამე, არის მადლი ღვთისა. ამიტომ მოციქული პეტრე მადლს ღმერთად უწოდებს (I პეტრ. 5,10), მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი მადლი მივიღეთ ღვთისაგან: მადლი ცოდვისაგან ხსნისა, მადლი სულიერი სიცოცხლისა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადმოდენილია ჩვენზე სული წმინდით ეკლესიის საიდუმლოებებში. ამ მადლზე მიგვითითებს ჩვენ მოციქული პავლე, როდესაც ამბობს: მადლითა ხარ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ (ეფეს. 2,8), ამ უზენაესი მადლით გვლოცავს ჩვენ მოციქული პავლე, რომ ის არ მიგვეღოს ამაოდ, ფუჭად, უნაყოფოდ, საბოროტოდ, არამედ სასიკეთოდ ჩვენდა. მაგრამ როგორ მოხდა ეს? ა) მადლი უფლისა არა ამაოდ მაშინ მიიღება, როდესაც იმას მიიღებს ღვთის ჯეროვანი მადლობით. ჩვენ რომ ღმერთს ყველა მის მიერ მოცემულ ნიჭებისათვის რითმე გადავუხადოთ, ეგ შეუძლებელია. ვინაიდან ჩვენ რითაც უნდა შევეცადოთ გადახდა, ყველაფერი ეს იქნება ღვთის მოცემული და არა ჩვენი, აგრეთვე არ შეგვიძლია ღმერთი დავავალდებულოთ ჩვენ რაიმე დამსახურებითგინდ ღვაწლით, ვინაიდან, რაც რამ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ეს ისეთი მცირედი და უმნიშვნელო იქნება ღვთის განუზომელი მადლისათვის, როგორც ზღვაში ჩავარდნილი ცვარი წყლისა. ამიტომ წარმოთქვა ფსალმუნთ მეტყველმა დავითმა, როდესაც გრძნობდა ამის შესაძლებლობას: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?(ფს, 115,3). ბ) მადლი ღვთისა არა ამაოდ მიიღება მაშინ, როდესაც იგი მადლობით იქნება მიღებული და გულმოდგინეთ ინახება. ამასთანავე სათანადოთ ფასდება. მაგალითად, ჩვენთვის უფალს მოუცია სიცოცხლე და ფიზიკური ჯანმრთელობა? მაშ, ჩვენი ვალია დავიცვათ და მოვუაროთ მას, არ დავღუპოთ, არ გავანადგუროთ იგი ჩვენი დაუდევრობით, უთაობით, თავშეუკევებლობით, უგუნური ცხოვრებით. უფალმა მოგვცა ჭკუა, გონი და გონიერება, თავისუფლება: ჩვენ ვალდებულნი ვართ ღირსეულად დავაფასოთ ეს მონაცემები, ნიჭებანი, - არ დავკარგოთ ისინი სიცრუესა და მცდარობაში, ვნებათა და ავხორცობის მონობაში. გ) მაგრამ ეს ცოტაა; ჩვენ უნდა გავამართლოთ კიდევ ეს ღვთის მადლის ნიჭებანი, ფხიზლად გამოვიყენოთ ისინი მათი დანიშნულებისამებრ საქმეში, ისე არ მოვექცეთ, როგორც მონა მოიქცა, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო. არა, ჩვენ ისინი უნდა გავამრავლოთ მეცნიერული სწავლა-განათლებით, ცნებებითა და კეთილი გამოცდილებით თავისი თავის გამდიდრებით, ამითაც არ უნდა განვისაზღვროტ, არამედ ვინც ჭკუითა და გონებით აღჭურვილია, ის უნდა ეცადოს, რომ სხვებშიაც მის მიერ მიღებული სინათლე. დაჯილდოვებულია ვინმე რომელიმე რწმენისა და კეთილმსახურების ძალით? მაშ, გაანათე და გაათბე მით სხივების სიტყვით და მაგალითით. ამასთან, მოიქეც ისე, რომ ყოველს შენს საქმეში და წამოწყებაში ეძიებდე უნდა არა საკუთარ სარგოს, ხეირს და ქებას, არამედ ღვთის კეთილ სიამოვნებას, რომ იგი იყოს დასაწყისიც და დასასრულიც მთელი შენი მოქმედებისა, თანახმად მოციქულის სიტყვისა: სვმთ თუ ჭამთ, გინდა სხვა რამეს აკეთებთ, ყოველივეს იქმოდეთ სადიდებელად ღვთისა. ამრიგად, საყვარელნო, თუ ჩვენს თავს ვიხნით სასჯელისაგან და ზარმაცი მონის ხვედრისაგან, სამაგიეროდ ჩვენ დავიმსახურებთ უფლის გამოუთქმელ ქებასა და ნეტარებას. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
|