
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: სათნოებები
38. ჭეშმარიტი ადამიანები იმდენად უნდა ესწრაფვოდნენ ღვთისმოყვარედ და სათნოებითად მოღვაწეობას, რომ მათი სათნოებითი ცხოვრება ელვარე იყოს სხვა ადამიანთა შორის, ისევე როგორც ელვარებს და შეიცნობა თეთრ ტანსაცმელში მცირე ზომის ძოწეული, სამკაულად დადებული მასზე, რადგან ამ სახით უფრო მტკიცედ იღვაწებენ ისინი სულის სათნოებათა გამო