ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: სათნოებები
66. თუ სხეულის ვნებათა განკურნებას ვესწრაფვით, რაჟამს მათ გამო სასაცილო ვხდებით მავანთაგან, ბევრად მეტად იმას უნდა ვესწრაფოთ, რომ განვიკურნოთ სულის ვნებანი (მოველით რა განკითხვას ღვთის წინაშე), რომ არ აღმოვჩნდეთ უპატიონი ან სასაცილოდ ასაგდებნი, რადგან გვაქვს რა თვითუფლებრივობა, რაჟამს ვინებებთ ვნებათაგან განრიდებას, თუნდაც გვეწადოს უკეთური საქმეები, შევძლებთ ამას და არის კიდეც ჩვენსავე უფლებამოსილებაში ღვთისსათნოდ ცხოვრება. ვერც ვერასოდეს გვაიძულებს ვინმე, ჩვენს უნებურად ბოროტებ ჩაგვადენინოს. აი, ამგვარად მოღვაწენი გავხდებით კიდეც ღირსნი ღვთისა და ანგელოზთაებრ ცათა მკვიდრნი