
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 27]
თემა:
სიკვდილი
80. სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა
80. სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა იმათზე არანაკლებ ხვრინავენ (რუსულში, როგორც ჩანს, ევფიმისტური მიზნით, ნაცვლად "ხვრინვისა" გვაქვს "მაგრად დაძინება", თუმცა ბერძნულში აშკარად იკითხება "ხვრინვა"), რომლებიც საწოლებზე წვანან, და ღამის გასვლას დალოდებულნი განთიადზე ტოვებენ სასტუმროს საწოლს, ერთად გადიან რა ყველანი, და რაც მათია, ის მიაქვთ მხოლოდ. სწორედ ასევე, ამ ცხოვრებაში შემოსულთაგან ყველა, - ზომიერად მცხოვრებიც და ისიც, დიდებაში და სიმდიდრეში რომ უცხოვრია, _ ამა ყოფიდან ისე გადის, ვით სასტუმროდან, არ მიაქვს რა თან არაფერი ამა ქვეყნის შვებისა და სიმდიდრისგან, თუ არა მხოლოდ თავისივე საქმეები, კარგი და ცუდი, ამ ცხოვრებაში რაც აკეთა.
|