image

წარხვალ შენ, მამაო, გარნა არცა მე დავადგრე აქა თვინიერ შენსა

წარხვალ შენ, მამაო, გარნა არცა მე დავადგრე აქა თვინიერ შენსა

ოდეს მიიწია ნეტარი ესე მამა სიღრმედ სიბერისა, მრავალთაგან მოღვაწებათა ფერხნი მისნი მოუძლურდეს და არღარა ძალ-ედვა ზე დგომაი, არამედ ჯდომით და წოლითცა ილოცვიდა მარადის ღმრთისა მიმართ... წინასწარმცნობელობისა მადლითა განათლებული სერაპიონი მივიდა მონასტრის წინამძღვარ სვიმეონთან და თვალცრემლიანმა უთხრა: "ჰოი სასურველო მამაო, მომცენ ხელნი ეგე წმიდანი, რათა ამბორს-უყო, რამეთუ მსუროდა რათამცა ამათ ხელთა მიერ წმიდათა მიცემულ ვიყავ დაძველებული ესე მიწაი მიწასა და აწ უწინარეს ჩემსა შენ წახვალაა ნეტარსაუკუნოდ ცხოვრებად? წარხვალ შენ, მამაო, გარნა არცა მე დავადგრე აქა თვინიერ შენსა, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მიგდევდეს შემდგომად შენისა ღირსებისა სული ჩემი". ესრეთ ლმობიერითა ცრემლითა ამბორს უყვეს ურთიერთას სანატრელთა მათ ამბორისყოფითა უკანასკნელითა". წინამძღვრის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა სერაპიონიც "და დამარხეს მრავალმოღვაწე გვამი მისი საფლავსა მას შინა, რომელიცა თვით განემზადა სიმდაბლით ეკლესიისა კარიბჭეთა შორის, რომელ ყოველსავე ეკლესიად შესლვად მნებებელსა ვერვის ძალ-ედვას თანაწარსლვა, არამედ ყოველთა მიერ ფერხითა იზერგნეოდეს საფლავი მისი სრულისა სიმდაბლისათვის მისისა". ნეტარ სერაპიონს კელიაში ორი მტრედი ჰყავდა, რომლებიც წმიდანის ხელიდან იკვებებოდნენ. სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ მტრედებიც გაფრინდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.
თემატური კითხვები
0