image
თემა: სიმშვიდე

გლეხი დედაკაცის ცრემლი და მამა ამბროსის პასუხი

გლეხი დედაკაცის ცრემლი და მამა ამბროსის პასუხი

ერთხელ ერთი გლეხი დედაკაცი აცრემლებული მივიდა მამა ამბროსისთან და სთხოვა, ესწავლებინა, როგორ გამოეკვება მისთვის მიბარებული ბატონის ინდაურები, რომ არ დახოცილიყვნენ ისინი. ბერმა გამოჰკითხა თუ როგორ კვებავდა მათ და შესაბამისი დარიგებაც მისცა. როდესაც მამა ამბროსის უთხრეს, რომ ამაო საუბარში ტყუილად ჰკარგავდა დროს, მან სიყვარულით მიუგო: "იმ ინდაურებში ხომ მთელი მისი ცხოვრებაა! მისი სულიერი სიმშვიდე ხომ იმათზე არის დამოკიდებული?! სული მისი კი ისეთივე ძვირფასია უფლისათვის, როგორც სული უფრო ამაღლებული პრობლემების მქონე პიროვნებისა!"
თემატური კითხვები
0