ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ხედავ, სად ამაღლდა ადამიანის მოდგმა?

ხედავ, სად ამაღლდა ადამიანის მოდგმა?

ადამიანი არა მხოლოდ ღვთის მეგობრად, არამედ ნათესავადაც იქცა, ძეობის მადლი მიიღო. გახდა „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17), რადგან კაცთა მოდგმამ ღვთის ძეს დედად ყოვლადწმიდა ქალწული მისცა. ქრისტემ მისი წმინდა სისხლისგან შეისხა ხორცი და ეს ხორცშესხმული ღმერთი ღვთისა და მამის მარჯვენით დაჯდა. მას შემდეგ უფალი ზეცაში იხილვება და თაყვანისცემულია ანგელოზთა მიერ თავისი ადამიანური ბუნებითაც.
ხედავ, სად ამაღლდა ადამიანის მოდგმა? ადამიანები მადლის მიერ განიღმრთნენ!
თემატური კითხვები
0