ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: განკითხვა, სიძულვილი
კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს მოყვასის სწავლებას, სათნოებებსა და საქმეებს. იგი სიძულვილის სულითაა შეპყრობილი.