ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
ეშმაკეული ადამიანისა არანაირად არ შეგეშინდეს
ეშმაკეული ადამიანისა არანაირად არ შეგეშინდეს
ისწავლე თავმდაბლური აზროვნება, ეშმაკეული ადამიანისა კი არანაირად არ შეგეშინდეს. რადგან მათესაც თავის მონასტერში ჰყავდა ერთი ეშმაკეული მონაზონი (თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ ეს ამბავი, რადგან ახლოს ხართ, მე კი, ვიღაც რომ მოვიდა, იმან მითხრა). ჰოდა, შეპყრობილ დას ხილვა ჰქონდა [ვითომ], რომ ეკლესია უნდა აეშენებინათ. შეპყრობილის ჩვენების თანახმად, ესა და ეს უნდა გაეკეთებინათ – წიგნიც კი დაწერა შეპყრობილის მონაყოლით. თანაც, ეშმაკის ნალაყბევს კი არ უწოდებს, არამედ ხილვას! საბოლოოდ კი შეპყრობილმა სქემა გაიძრო და გათხოვდა!