წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ცოდვით დაცემას სამოთხიდან გამოძევება მოჰყვა
ცოდვით დაცემას სამოთხიდან გამოძევება მოჰყვა
მას შემდეგ, რაც ადამიანი ხორციელად მოკვდავი გახდა – რასაც სამოთხიდან მისი გაძევება, სახიერი მამისგან, ღვთისგან განშორება და სხვა შედეგები მოჰყვა წარმოიშვა საღვთო სჯულთან მებრძოლი ცოდვის სჯული (რომ. 7, 23).
ცოდვის სჯული, როგორც მიდრეკილება და ბოროტება, ადამიანში სიყრმიდანვე არსებობს (დაბ. 8. 21). ბოროტებისადმი მიდრეკილებამ, როგორც პირველმშობელთა მემკვიდრეობამ და ოდითგანვე ბედნიერების წყაროსგან მოწყვეტის ნიშანმა, ნაყოფმა და გადმონაშთმა, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების გახლეჩა გამოიწვია. ის (ადამიანური ბუნება) ბოროტისკენ გადაიხარა და ამით ადამისა და ევას შვილებს მწუხარება მოუტანა.