ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ღმერთმა ინება მისი ამ სოფლიდან გაყვანა

ღმერთმა ინება მისი ამ სოფლიდან გაყვანა

გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს. ექიმებთან რომ არ მიგეყვანა და ყველა საშუალებისთვის არ მიგემართა, მაშინ ამგვარი გულისსიტყვები სამართლიანად შეგებრძოლებოდა. შენ შენი მოვალეობა შეასრულე. იმ მიზნით, რომელიც მხოლოდ ღვთის უსაზღვრო სიბრძნემ იცის. შენ კი გგონია, რომ მოკალი! გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაიბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, რაც ამ გამოცდილმა მაცდურმა კარგად იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.
თემატური კითხვები
0